სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და შესაბამისი დადგენილების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირებას მოახდენს და სესხის გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. “საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას სს...

მარტვილში შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, დადიანების სასახლის ეზოში, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოების წინაშე მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი წარსდგა სპექტაკლით „უჩვეულო შეჯიბრი“. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პატარების განწყობაზე ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობებმა იზრუნეს. ღონისძიება გათვლილი იყო ყველა ასაკის მაყურებლისთვის, თუმცა განსაკუთრებით პატარებმა იმხიარულეს....

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ...

მარტვილში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ალილოს მსვლელობა მოეწყო. ტრადიციული ალილოს მსვლელობა საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე, სტიქაროსნები, სასულიერო პირები და მრევლი მონაწილეობდა. საზეიმო მსვლელობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა. მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა...

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“(უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე...

ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შსს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. “ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს...

მარტვილში საახალწლო კონცერტი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ღია ცის ქვეშ, საახალწლო კონცერტი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მეტიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები. მონაწილეებმა შეასრულეს, როგორც ქორეოგრაფიული, ასევე მუსიკალური ნომრები. ღონისძიება ელექტრონული მუსიკით გრძელდება. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

მარტვილი ახალი წლის დღეებს მასპინძლობს

დღეს, მარტვილი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. თავისუფლების ქუჩაზე, სადაც რამდენიმე საათში ღონისძიება დაიწყება, აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. საახალწლო ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ. მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე,...

მარტვილის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც 21 ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. თითოეული გუნდი 5 მონაწილის - 3 ადგილობრივი მოსწავლის და ადმინისტრაციული ერთეულის 2 წარმომადგენლისგან შედგებოდა, რომელთა შორის უხუცესი მონაწილე - 75 წლის ანატოლ ჭაჭუა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტი 12 წლის საბა ჟვანია გახლდათ. კონკურსის გამარჯვებული გახდა ნაგვაზაოს გუნდი...

მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის ტყის შესასვლელში, აღმოჩენილია უმეთვალყურეოდ მიტოვებული 53 ერთეული წაბლის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს. მასალები, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.