2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ...

მარტვილში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

მარტვილის მუნიციპალიტეტში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისიებები ხორციელდება. ამ დროეისთვის თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები. სამუშაოებში ჩართულია მარტვილის კეთილმოწყობის სამსახურის სპეციალური ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ადგილზე გაეცნო. ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ,,ენერგო...

სურსათის ეროვნული სააგენტო წინასაახალწლოდ მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ...

მერია: მარტვილში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში გრძელდება. "ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა გაბიონის საყრდენი კედელი, ცხაურები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები. პროექტის ღირებულება 2 067 789 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მეკა“...

მარტვილში წყალმომარაგება-წყალარინების სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება-წყალარინების მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი წყლის სისტემის, წყალარინების ქსელის, მაგისტრალური და ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ითვალისწინებს.

ნიკა ბაღიშვილის მორიგი წარმატება

მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდის (მწვრთნელი დათა წულაია) აღსაზრდელი ნიკა ბაღიშვილი, უშუ სანდას პირველი ლიგის პროფესიონალებში ჩემპიონი გახდა. შეჯიბრი ქალაქ თბილისში ჩატარდა, სადაც ნიკა ბაღიშვილმა 56 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ ორთაბრძოლაში დაამარცხა სომეხი სპორტსმენი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

28 დეკემბერს, მარტვილში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 28 დეკემბერს, მარტვილში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება გაიმართება თავისუფლების #10, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიება დაიწყება 14:00 საათზე. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 13:00-14:00 - საახალწლო მელოდიები. 14:00 – კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა. 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები....

ნაგვაზაოსა და ხუნწაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ნაგვაზაოს და ხუნწის ადმინისტაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. ასევე ეწყობა მონოლითური რკინა/ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა ბეტონის არხები, ლითონის მილები. პროექტის ღირებულება 499 409 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოების შპს „მარტვილავტოგზა“ ასრულებს. ნაგვაზაოში გზის სარეაბილიტაცო...

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

მარტვილი ახალი წლის შესახვედრად ემზადება

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალ წელს, ახალი ილუმინაციებითა და მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით შეხვდება. საახალწლო ილუმინაციები მთელი ქალაქის მასშტაბით მონტაჟდება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ნაძვის ხე ეწყობა. „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში რეაბილიტირებულ ცენტრალური ქუჩაზე და სკვერში საახალწლო აქსესუარებისა და კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 24 დეკემბერს გაიმართება....