მარტვილის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ცნობით, 2023 წელს რეაბილიტირდა 6 საჯარო სკოლა. ამჟამად ზედა ხუნწში და ტალერში მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა. ასევე, სრული რეაბილიტაცია უტარდება ლეცავეს, თამაკონის და № 2 საჯარო სკოლებს.

მარტვილში მომავალ წელს იგეგმება 7 სოფლის გაზიფიცირება

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტში 2023 წელს ბუნებრივი აირის ქსელზე დაერთების შესაძლებლობა მიეცა 3036 აბონენტს და 2024 წელს დაემატება 888 აბონენტი. უწყების ცნობით, 2023 წელს გაზიფიცირდა 13 სოფელი. 2024 წელს იგეგმება 7 სოფლის გაზიფიცირება.

წიწვოვანი მცენარეების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. “გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს – ნუ მოჭრი ნაძვს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ბაღი გაიხსნა

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობაში მოეწყო საბავშვო ჯგუფების ოთახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები, საბავშვო ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ახალ საბავშვო ბაღში, სააღმზრდელო...

ინფორმაციული შეხვედრა ფემიციდის წინააღმდეგ

ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა მარტვილის მუნიციპალიტეტში მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მერიის თანამშრომლებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროკურორებმა ისაუბრეს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და სხვადასხვა კუთხით...

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. „აღნიშნული...

საპენსიო სესხების რეკლამირება იკრძალება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...

“მოსწავლეთა პირისპირ”

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოს საჯარო სკოლის, სამოქალაქალო განათლების კლუბის წევრებმა განახორციელეს მორიგი პროექტი თემაზე "მოსწავლეთა პირისპირ". მოსწავლეებმა პირველ სტუმრად მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია მიიწვიეს. მერმა ახალგაზრდების მიერ დასმულ, სხვადასხვა შინაარსის კითხვას გასცა პასუხი.

მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ნოემბრის თვეში, იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია ხონის მუნიციპალიტეტში. „მოქალაქეებს 2 ლენტური და 1 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე...

ლადო ჩიქოვანის სახელობის ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში

მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, ორგანიზაციებს შორის ლადო ჩიქოვანის სახელობის ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში. მასში 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალური შეხვედრა, მარტვილის საფეხბურთო სკოლის მოედანზე, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაიმართა. გამარჯვება მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდმა მოიპოვა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ გამარჯვებულ გუნდს თასი გადასცა. ასევე, გამოვლინდნენ...