მარტვილში, მდინარე აბაშაში მოზარდი დაიხრჩო

მარტვილის კანიონთან, მდინარე აბაშაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ტაიკვანდოს გუნდის წევრია და სპორტულ შეკრებაზე იმყოფებოდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი” აგრძელებს განაცხადების მიღებას

ლიტერატურული კონკურს-ფესტივალი “ქუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება და მოიცავს სამეგრელოს რეგიონის სამ რაიონს (სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) აცხადებს “ერთი ლექსის კონკურსს”. დაინტერესებულ პირებს ნაწარმოებების წარმოდგენა შეეძლებათ 1 აგვისტომდე. ფესტივალი კი, 1, 2, 3 სექტებერს გაიმართება. (ელ-ფოსტა: quji2019@gmail.com) დებულება 1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლებში გამარჯვებული ავტორებისა). 2. კონკურსის...

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა კომისიებმა დაიწყეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს. უწყების ცნობით, სამუშაოების დროულად და კოორდინირებულად ჩატარებისთვის რეგიონში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე. დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის...

მარტვილში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

მარტვილში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიმეწყრა მარტვილის ტაძრამდე მისასვლელი გზა. ასევე მეწყერი ჩამოწვა ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში. გზები დაზიანდა ვედიდკარში, მუხურჩაში, ონოღიაში, სერგიეთში. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

მარტვილში საერთაშორისო ფესტივალი “ლეგენდების ქვეყანა“ გაიმართება

10-14 ივლისს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ ტარდება. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, ხონის, აბაშის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობენ: საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთის,თურქეთისა და სომხეთის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები. 10 ივლისი 18:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო გახსნა; 11 ივლისი 18:00 საათი – აბაშა.საზეიმო მანიფესტაცია ქალაქის...

“ერთსულოვნების“ 5 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში ანსამბლ „ერთსულოვნების“ 5 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას ანსამბლ „ერთსულოვნებასთან“ ერთად, მოწვეული ანსამბლი „იბერია“, ასევე ჯგუფ „ივერიას“ წევრები ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ ერგემლიძე იღებდნენ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საღამოს ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა...

ბანძაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბანძის ადმინისტრაციულ ერთეულში, საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება 4 391 388 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ABEKA LLC & ARCHTRADE...

მარტვილში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. 6 მუნიციპალიტეტის: აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის 27 დასახლებულ პუნქტში პროექტის ფარგლებში აშენდება 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის...

მოსახლეობას მოუწოდებენ ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...

გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...