თარგამეულში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ თარგამეულში, საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. "პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზა რეაბილიტირდება ასფალტო ბეტონის საფარით, ასევე მოეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები, ლითონის მილები ბეტონის სათავისებით და ეზოებში შესასვლელები. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. პროექტის ღირებულება 2 437 138 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს...

დღის ბოლოდან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბერს დღის ბოლოდან 6 სექტემბერის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2024 წლის 2 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. “2024 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ...

სასოფლო სამეურნეო აღწერის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო სამეურნეო აღწერის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციული ერთეულებიდან. შეხვედრა მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა ინფორმირებას აღწერის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით....

30-31 აგვისტოს და 1-2 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30-31 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო 1-2 სექტემბერს ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30-31 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 1-2 სექტემბერს...

პროკურატურამ მარტვილში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარტვილში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  სანადირო თოფიდან გასროლით  მეზობელი მოკლა.  სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის...

შსს-მ მარტვილში, მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე მეზობელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრები 1964 წელს დაბადებული ჯ.კ. სანადირო თოფიდან გასროლით...

აბედათში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მარტვილში “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა”-ს ოფისი გაიხსნა

დღეს, მარტვილში “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა”-ს ოფისი გაიხსნა. გახსნაზე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, თითოეული მოქალაქის ხმის დაცვის აუცილებლობაზე, პრეზიდენტის “ქართულ ქარტიასა” და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე.

ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.