კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება

2024 წლის სექტემბრიდან, კურსდამთავრებულების 4-თვიანი ანაზღაურებადი სამთავრობო პროგრამა იწყება. სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო უწყებაში ანაზღაურებადი სტაჟირების 12 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. იხილეთ ვაკანსიები: სტაჟიორი მარტვილის მუნიციპალიტეტის ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში: https://t.ly/ni3fA სტაჟიორი მარტვილის მუნიციპალიტეტის...

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

მარტვილელი პოეტის თამარ სხულუხიას ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მარტვილელი პოეტის თამარ სხულუხიას ლექსების კრებულის "მზის ბილიკებზე გადაკარგული სამი ვარდი" პრეზენტაცია გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე პოეტ თამარ სხულულიას შემოქმედებინად სხვადასხვა ლექსი წაიკითხეს. ასევე შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრები. პრეზენტაციას ადგილობრივ მოსახლებასთან ერთად,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია,მერის მოადგილე გივი ელიავა და საკრებულოს თავმჯდომარის...

ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს – ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. “კვლევის შედეგად, პესტიციდების...

სალხინოში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 75 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღი შენდება. სამშენებლო სამუშაოებს ამხანაგობა "ემ-სი მეგავატი.ჯი" ახორციელებს. პროექტის ღირებულება (პროექტირება, მშენებლობა) 1 730 041 ლარს...

მარტვილელი პოეტის თამარ სხულუხიას ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

31 ივლისს, 16:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, გაიმართება მარტვილელი პოეტის თამარ სხულუხიას ლექსების კრებულის "მზის ბილიკებზე გადაკარგული სამი ვარდი"-ს პრეზენტაცია. დასწრება თავისუფალია.

მარტვილის მერიაში სისხლის უანგარო დონორობის აქცია გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონორობის აქცია გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ. უანგარო დონორობის აქცია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

“ლეგენდების ქვეყანა“

29 ივლისი - 2 აგვისტო ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში, ღონისძიებები ჩატარდება მარტვილის, ჩხოროწყუს, ხონის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში. ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს, ინდონეზიის, ბელორუსიის, თურქეთის, სომხეთის და ლატვიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები და ჯგუფები. 29 ივლისი 18:00 საათი – მარტვილი. ფესტივალის საზეიმო გახსნა; 30 ივლისი 18:00 საათი –...

28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენოს ინფორმაციით, 28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. “თბილისში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33, ხოლო 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს...

24 ივლისიდან, ონკოლოგიურ პაციენტებს, მედიკამენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში შეეძლებათ

24 ივლისიდან, ძალაში შედის დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიური პაციენტები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ, საინექციო და საინფუზიო პრეპარატებს, პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ. გადაწყვეტილება, პაციენტთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული, რადგან ამ დრომდე ბენეფიციარებს, მედიკამენტების მისაღებად, ჯერ კლინიკაში ვიზიტი, რეცეპტის აღება, შემდეგ აფთიაქში მისვლა, წამლის...