სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალ გუბერნატორად პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გუგუჩია წარადგინა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დღეს დატოვა.
რეგიონში 27 სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, 20 ბაღი დაიხურა
რეგიონის მასშტაბით სულ დისტანციურ სწავლებაზეა 27 სკოლა და სხვადასხვა სკოლებში 26 კლასია დისტანციურზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, რეგიონის მასშტაბით, 20 საბავშვო ბაღია დახურული.
მარტვილის საბავშვო ბაღებში გარე სათამაშო ატრაქციები მოეწყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სლოვაკეთის საელჩოს მხარდაჭერითა და უშუალოდ ელჩის პაველ ვიზდალის ჩართულობით, მცირე საგრანტო პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია - "ადგილობრივი განვითარების და ინოვაციების ცენტრთან" თანამშრომლობით , მარტვილის სამ ბაღში, კერძოდ კიწიის, ვედიდკარის და თამაკონის საბავშვო ბაღებში გარე სათამაშო ატრაქციები მოეწყო.