მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. სალხინოში (მარტვილში), არის წაჩხურის ეკლესია, სადაც სთხოვენ მთავარანგელოზს, რომელსაც “მოსქე მთავარანგელოსსაც” ეძახიან, შვილიერებას. გადმოცემის თანახმად, თხოვნის შემდეგ, საღამოს, ლოცვიდან დაბრუნებული წყვილის მამრი დაწოლის წინ სვამს მაჭყვადინას ღვინოს. ხშირია შემთხვევა, რომ ასეთი წყვილი შვილიერი ხდება.
დღეს ჭყონდიდობაა
დავით აღმაშენებლის აღმზრდელის და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება. დილიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეამკეს გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი. მთელი დღის განმავლობაში, განახლებული რეგიონების ფარგლებში, რეაბილიტირებულ თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები იმართება. გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები. ადგილობრივებს და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშულება აქვთ...