საუბარია მარტვილის კანიონზე, სადაც განსაკუთრებული სილამაზის ერთ-ერთ ადგილს "დადიანების საბანაოს" ეძახიან. ზოგადად, მარტვილის კანიონი, მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობაა. მკვლევარები ამბობენ, რომ კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ.კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია,...