საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ....
მარტვილში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტვილში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 წლის ქალი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.
მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაცია ცხელი ხაზით-15 22 შეეძლებათ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ვაქცინაციაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, მოქმედებს ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე გადაამისამართებენ – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112 და ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზი – 144.