სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 26 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 181 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 42 ადამიანი. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 39 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 46 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3...
საკოორდინაციო საბჭო 14 აგვისტოდან პანდემიააკრძალვებს აწესებს
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების...
რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმებულები გადახდისგან გათავისუფლდებიან
იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო დაჯარიმებული პირები ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. “დღეს საქართველოს პარლამენტს წარედგინა ორი კანონპროექტი, რომელიც ეხება იმ პირებს, ვისაც პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისსხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრათ. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება და...
მარტვილში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტვილში კორონავირუსით გარდაიცვალა 79 წლის ქალი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 603 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.
რეგიონში 27 სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, 20 ბაღი დაიხურა
რეგიონის მასშტაბით სულ დისტანციურ სწავლებაზეა 27 სკოლა და სხვადასხვა სკოლებში 26 კლასია დისტანციურზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, რეგიონის მასშტაბით, 20 საბავშვო ბაღია დახურული.
კომენდანტის საათი ისევ ძალაშია
ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “21:00 საათიდან, დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში დარჩება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.