სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, ლიბერთი ბანკის, საქართველოს ფოსტის, მერიის, საკრებულოს და სასტუმროს შენობების ფასადების რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება თავისუფლების ქუჩაზე გზის გამყოფი სკვერის რეაბილიტაცია. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და...