გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 1 ერთეული დაუფირნიშებელი, მუხის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). უწყების ცნობით, მეორე უკანონო სახერხი საამქრო კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში....