მარტვილის კანიონი ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორისაა

  • დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორისაა პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, სათაფლია, მტირალას ეროვნული პარკი და წალკის კანიონი.

უწყების ცნობით, აღნიშნული ადგილებს ჯამში 619 743 ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

“2024 წლის 8 თვის განმავლობაში, ვიზიტორები უპირატესობას მარტივ ეკოტურისტულ ობიექტებს და ბუნების ძეგლებს ანიჭებენ, სადაც კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურაა წარმოდგენილი.

,დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ეკოტურიზმის გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას’’, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და მათი რაოდენობაც.

ფოტო: Georgian Travel Guide