ძლიერმა ქარმა მარტვილში პრობლემები შექმნა

  • სტიქიამ მარტვილის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრმაციით, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზები, რის გამოც რამოდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

შექმნილ ვითარებას ადგილზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ეცნობა.

ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემების აღმოსაფხვრელად. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.